გეოგრაფიის მეცნიერების შესავალი, სტრუქტურა და კვლევის საგანი

Description

• გეოგრაფიის შესწავლის ობიექტი და მიზნები; • გეოგრაფიის მეცნიერების სტრუქტურა და ცალკეული მიმართულებების დეფინიციები
ნათია ჯულუხაძე
Note by ნათია ჯულუხაძე, updated more than 1 year ago
ნათია ჯულუხაძე
Created by ნათია ჯულუხაძე about 9 years ago
1538
0

Resource summary

Page 1

გეოგრაფიის მეცნიერების შესავალი, სტრუქტურა და კვლევის საგანიტერმინი გეოგრაფია ბერძნული წარმოშობისაა და “დედამიწის აღწერას” ნიშნავს. გეოგრაფია – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთიანი კომპლექსი, რომელიც შეისწავლის დედამიწის გეოგრაფიულ გარემოს, მის სტრუქტურასა და დინამიკას, მისი კომპონენტების სივრცულ განაწილებას და ურთიერთზემოქმედებას.გეოგრაფიის მთავარი მიზანია საზოგადოების გონივრული ტერიტორიული ორგანიზაციისა და ბუნებათსარგებლობის საშუალებების გამოკვლევა, საზოგადოების ეკოლოგიურად უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის ფუნდამენტის შექმნა. გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელოვანი ობიექტია ადამიანის და ბუნების ურთიერთგავლენა, გეოგრაფიული გარემოს კომპონენტების განაწილებისა და ურთიერგავლენის კანონები ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ, კონტინენტურ, ოკეანურ და გლობალურ დონეებზე.გეოგრაფიის როგორც მეცნიერების შესწავლის ზოგადი ობიექტიაგეოგრაფიული გარსი, ანუ ლანდშაფტური გარსი, რომელშიც ერთმანეთს ეხებიან და ურთიერთქმედებენ ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფეროდა ბიოსფერო.გეოგრაფიაში გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: ფიზიკური გეოგრაფია და საზოგადოებრივი გეოგრაფია.ფიზიკური გეოგრაფია შეისწავლის დედამიწის ზედაპირის ბუნებას, არკვევს ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების მიზეზებსა და მათი განვითარების კანონზომიერებებს. საზოგადოებრივი გეოგრაფია გეოგრაფიულ მეცნიერებათა სისტემის ნაწილია, რომელიც შეისწავლის დედამიწაზე არსებული ანთროპოგენული ობიექტებისა და სისტემების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების სივრცით-დროით ასპექტებს. მისი შესწავლის ზოგად ობიექტს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი საზოგადოებრივი მოვლენა, პროცესი და სისტემა, რომელსაც გააჩნია ან შეიძლება პოტენციურად გააჩნდეს სივრცითი სტრუქტურა.განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კარტოგრაფია — მეცნიერება ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის და მისი დროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ. წარსულში გეოგრაფია აღწერითი ხისიათისა იყო, ამჟამად მისი ძირითადი ამოცანაა დედამიწის ბუნების, მოსახლეობისა და მეურნეობის შესწავლა.

Show full summary Hide full summary

Similar

Finance
pamelamossman
study guide
rebekah.jackson1
Animal vs. Plant Cells
sophieisnotakise
Match the Theory to the Theorist - Language Acquisition
08aliell
Biology B2.1
Jade Allatt
Primary School Mathematics
lara.greenberg
Entertainment
Freddrick Lovebe
Computer Science Revision 2
Hannah Styring
Cuadro sinóptico de la función de la planeación
Elliot Anderson