ბარდის ორი ჰომოზიგოტური ფორმის მონოჰიბრიდული შეჯვარებისას II თაობაში მოხდა დათიშვა შეფარდებით:
1:2:1
3:1
9:3:3:1
9:3:3
ყვითელი დანაოჭებულთესლიანი და მწვანე დანაოჭებულთესლიანი მცენარეების შეჯვარებისას მიიღეს 270 ყვითელი ნაოჭიანი და 262 მწვანე ნაოჭიანი თესლი. მშობლების სავარაუდო გენოტიპებია:
Aabb და aabb
Aabb და Aabb
Aაbb და AABb
AAbb და Aabb
ადამიანში ხუჭუჭი თმის გენი დომინანტურია, სწორი თმისა კი - რეცესიული. ხუჭუჭთმიან მამას და სწორთმიან დედას ორი შვილი ჰყავთ. ერთი ხუჭუჭა, მეორე - სწორთმიანი. გამოიცანით მშობლების გენოტიპები.
მამა - AA, დედა - Aa
მამა - Aa, დედა - aa
მამა - Aa, დედა - Aa
მამა - AA, დედა - aa
ჩამოთვლილთაგან რომელი გენოტიპი აქვს მწვანე და გლუვთესლიან ბარდას, თუ თესლის ყვითელი ფერის განმსაზღვრელი გენია A, მწვანე ფერის განმსაზღვრელი - a, თესლის გლუვი ფორმის განმსაზღვრელი - B, ხოლო დანაოჭებული ფორმის - b.
AaBb
AABB
aaBb
aabb
დაუნის სინდრომი გამოწვეულია:
გენური მუტაციით
კომბინაციური ცვალებადობით
მოდიფიკაციური ცვალებადობით
მუტაციით, რომელიც ქრომოსომათა რიცხვის ცვლილებას განაპირობებს.
რომელი ჯგუფის სისხლის პლაზმა არ შეიცავს აგლუტინინებს?
I
II
III
IV
სისხლის რომელი ჯგუფების შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანი ჰომოგამეტური?
მხოლოდ I,II,III
მხოლოდ II,III,IV
მხოლოდ II,III
მხოლოდ III,IV
რომელი ჯგუფის სისხლი შეიძლება ჰქონდეთ შვილებს, თუ მათი ორივე მშობელი ჰეტეროზიგოტურია, მამა II ჯგუფის, დედა კი III ჯგუფის სისხლით?
მხოლოდ I,II,III და IV
მხოლოდ III და IV
X ქრომოსომაში ლოკალიზებული დომინანტური გენით გამოწვეული დაავადებას, ამ სენით შეპყრობილი მამაკაცისა და ჯანმრთელი ქალის (რომელიც ამ გენის მატარებელი არ არის) ქორწინების შემთხვევაში, მემკვიდრეობით მიიღებს ვაჟიშვილებს:
0%
25%
50%
75%
წერტილოვან გენურ მუტაციებს მიეკუთვნება:
დნმ-ს მოლეკულაში ერთი ან რამდენიმე ნუკლეოტიდური წყვილის შეცვლა (ამოვარდნა ან ჩასმა)
ქრომოსომის ნაწილის დაკარგვა
ქრომოსომის მონაკვეთის 180 გრადუსით შემობრუნება
არცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან
გენოტიპი არის:
ორგანიზმის ყველა გენის ერთობლიობა
ორგანიზმის ყველა გენისა და ნიშან-თვისების ერთობლიობა
ქრომოსომათა ჰაპლოიდური ნაკრები
დიჰეტეროზიგოტი ინდივიდის გენოტოპია:
AABb
გულისაბას ყვავილის ფერის განმსაზღვრელი ალელური გენებია:
ვარდისფერი და თეთრი შეფერილობის განმსაზღვრელი გენები
წითელი და ვარდისფერი შეფერილობის განმსაზღვრელი გენები
წითელი და თეთრი შეფერილობის განმსაზღვრელი გენები
არცერთი ჩამოთვლილთაგან
ჰემოფილიისა და დალტონიზმის გენი ლოკალიზებულია:
აუტოსომაში
X ქრომოსომაში
Y ქრომოსომაში
ერთდროულად X-სა და Y-ში
გენოტიპის გამოცნობა ფენოტიპის მიხედვით შესაძლებელია, თუ ორგანიზმი:
დომინანტური ჰომოზიგოტია
რეცესიული ჰომოზიგოტია
ჰეტეროზიგოტია