Criado por ნათია ჯულუხაძე
aproximadamente 9 anos atrás
|
||
გეოგრაფიული რუკა — დედამიწის ზედაპირის ან მისი ნაწილის შემცირებული და განზოგადებული გამოსახულება სიბრტყეზე. რუკაზე გეოგრაფიული ობიექტების შემცირების ხარიხს გვიჩვენებს მასშტაბი. რუკების უმრავლესობას არაერთი საერთო მახასიათებელი გააჩნია. ყოველ რუკაზე წარმოდგენილი მასშტაბი, გრადუსთა ბადე, პირობითი ნიშნები და გეოგრაფიული ობიექტების ნაწილი. გეოგრაფიული ობიექტებიდან ძირითადია სანაპირო ხაზი, მდინარეები, წყალსატევები, გზები, მთავარი ქალაქები, პოლიტიკური საზღვრები და სხვ. აღნიშნული მახასიათებლები რუკის ზოგადგეოგრაფიულ ფონს (საფუძველს) წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც გეოგრაფიული მოვლენები და პროცესები წარმოჩინდება.რუკაზე გეოგრაფიული ობიექტის შემცირების ხარისხს მასშტაბი განსაზღვრავს. მასშტაბს ჩვეულებრივ წილადით აღნიშნავენ. ზოგჯერ რუკაზე მოცემულია ხაზოვანი მასშტაბი, რომელიც დაყოფილია სანტიმეტრებად, ყოველ სანტიმეტრს კი შეესაბამება კონკრეტული მანძილი დედამიწის ზედაპირზე.ლეგენდა რუკის თავისებური ენაა, რომლის დახმარებით რუკის შინაარსის წაკითხვაა შესაძლებელი. რუკაზე ან გეგმაზე სხვადასხვა ობიექტი ან მოვლენა პირობითი აღნიშვნებით გამოისახება, რომელთა მნიშვნელობა რუკის რომელიმე კუთხეში ლეგენდის სახითაა განმარტებული.ეკვატორი — წარმოსახვითი გადაკვეთის ხაზი დედამიწისზედაპირის სიბრტყეზე, პლანეტის ბრუნვის ღერძის პერპერნდიკულარულად, რომელიც მის ცენტრს ჭრის. ამგვარად ეკვატორი დედამიწას ჭრის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად. სხვა პლანეტების დაასტრონომიული სხეულების ეკვატორებიც ანალოგიურად ისაზღვრება.დედამიწის ეკვატორის სიგრძეა 40 000 კმ.გეოგრაფიული პოლუსები (ჩრდილოეთი და სამხრეთი) — დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძის მიერ დედამიწის ზედაპირის გადაკვეთის მათემატიკური წერტილები. გეოგრაფიულ პოლუსებში თავს იყრის ყველა მერიდიანი. იქ არ არის გეოგრაფიული გრძედი, ჩვეულებრივი ჰორიზონტის მხარეები, დღე-ღამის მონაცვლეობა, რადგან თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მზე არ ჩადის და არ ამოდის.გეოგრაფიული პოლუსები უმოძრაოდ არ არიან დედამიწის ზედაპირის მიმართ, ისინი ნელა გადადგილდებიან დღეღამური ბრუნვის მიმართულებით და შემოხაზავენ სპირალისებურ მრუდს.ჩრდილოეთ პოლუსი ყინულით დაფარულ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეზეა. მას პირველად მიაღწია ამერიკელმა მკვლევარმა რობერტ პირიმ (1909 წლის 6 აპრილი).სამხრეთ პოლუსი ანტარქტიდაზეა, წყნარი ოკეანის სანაპიროს მახლობლად. მას პირველმა მიაღწია ნორვეგიელმა მკვლევარმა რუალ ამუნდსენმა (1911 წლის 14 დეკემბერი).ტროპიკები (ბერძნ. tropikоs (kуklos) – მობრუნების წრე) — ეკვატორისპარალელური წარმოსახვის წრეწირები დედამიწის ზედაპირზე, რომლებიც 23° 26′ 22″-ითაა დაშორებული ეკვატორიდან (ჩრდილოეთ ანუ კიჩხიბის ტროპიკი და სამხრეთის ანუ თხის რქის ტროპიკი). დამახასიათებელია ცხელი კლიმატი. ტროპიკებს შორის მდებარე თითოეული პუნქტისათვის მზე წელიწადში ორჯერ გაივლის ზენიტში, ჩრდილოეთ ტროპიკზე კი – ზამთრის მზებუდობისას.
Quer criar suas próprias Notas gratuitas com a GoConqr? Saiba mais.